ინდოეთის დიდი უდაბნო, არიდული ეკოსისტემა ინდოეთის სუბკონტინენტზე, სხვაგავარად, გავრცელებული და ცნობილი როგორც "თარის უდაბნო". მისი ტერიტორია მოიცავს რაჯასტანის შტატის ნაწილს, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით, და პუნჯაბის და სინდის პროვინციას, რომელიც პაკისტანის აღმოსავლეთით მდებარეობს.
თარის უდაბნო 200 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, მას აღმოსავლეთით მდინარე ინდი ესაზღვრება, ჩრდილოეთით პუნჯაბი, არავალის ქედი მისი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ხოლო სამხრეთით კუტჩის დაბლობი (Rann of Kachchh). სამხრეთ-დასავლეთში გაბატონებული მუსონური ქარები, რომლებსაც ზაფხულში წვიმა და ნალექი მოაქვთ უხვი რაოდენობით, გვერდს უვლის თარის უდაბნოს.
უდაბნოში მცენარეებიდან გვხვდება ბალახები და ბუჩქები, გვალვაგამძლე ხეები ძირითადად აღმოსავლეთში არის, თუმცა მცირე რაოდენობით. მთებში არაბული აკაცია გვხვდება და იშვიათად რძიანა.
აქ ბინადრობს ჯეირანი, წითელი მელია, ფრთოსანებიდან კაკაბი და მწყერი, რეგიონში 141 სახეობის გადამფრენი და ადგილობრივი ფრინველია. უდაბნო არის სახლი გადაშენების პირას მყოფი სავათისთვის.
უდაბნოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სოფლად, გავრცელებულია ისლამი და ინდუიზმი, მოსახლეობა დაყოფილია სოციალურ და ეკონომიკურ ჯგუფებად. სამხრეთ-დასავლეთით სინდური ენა არის გავრცელებული, ლანდური ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო რაჯასტანული ენა ცენტრალურ და აღმოსავლეთ მხარეს. თარის ეთნიკური შემადგენლობა განსხვავებულია. ყველაზე ცნობილ ჯგუფს რაჯპუტები წარმოადგენენ, რომლებიც თარის ცენტრში ცხოვრობენ. მომთაბარეები ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ, აგრეთვე ხელოსნობას და ვაჭრობას. უდაბნოს ნაწილი რომელიც პაკისტანში მდებარეობს მრავალფერავანი კულტურა და ტრადიციები აქვს.
უდაბნოში მოხეტიალე ინდოელი ტარაკანა